ჩემი ფინალური ნაშრომი შეეხება ნარკოტიკებს(ნარკოტიკების ანტირეკლამას) სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ იაზრებს ამ პრობლემას ბოლომდე.ადამიანების უმეტესი ნაწილი ფიქრობს,რომ ნარკომანია მხოლოდ იმ კონკრეტული ადამიანის (ნარკომანის) დანაშაულია. ამის გამო ხშირად ნარკომანიით დაავადებულები გაკიცხვის, დასჯის მსხვერპლები არიან. ეს ყველაფერი ართულებს დაავადების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას. ნარკომანიით დაავადებულებს უფრო უჭირთ იმის აღიარება,რომ დამოკიდებულები არიან ნარკოტიკზე.ნარკოკანია არ გადაეცემა მემკვიდრეობით, მაგრამ ნარკომანიით დაავადებულთა ოჯახში გაზრდილი ბავშვები ხშირად ნარკოტიკების მოხმარებას იწყებენ.თუმცა,ასე ყოველთვის არ არის და რაღაც ნაწილს აგრესიაც უჩნდება ნარკომანების მიმართ.ასევე მნიშვნელოვანია მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებად დაყოფის საკითხი.ოფიციალურად ნარკოტიკები არ იყოფა მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებად. მსუბუქი ნარკოტიკი ასეთი ცნება არ არსებობს. ყველანაირი ნარკოტიკი იწვევს დამოკიდებულებას. ზოგი მხოლოდ ფსიქიკურს,რომელიც შემდგომში გადადის უკვე ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებაში ან პირიქით.ნებისმიერი მათგანი იწვევს როგორც ფსიქიკურ,ისე ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას.
მარიხუანა-მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია. მისმა დიდი დოზებით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზი, ჰალუცინაციები, აგრესიულობა. მარიხუანა ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას, ვიდრე თამბაქო. შესაბამისად, მეტია ფილტვის კიბოს განვითარების რისკიც. ყველაზე ცუდი კი ის არის,რომ მარიხუანას მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნა უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებზე.

ლსდ- საკმაოდ ძლიწრი ნახევრადსინთეზური ფსიქოაქტიური ნივთიერებაა,რომელიც იწვევს ჰალუცინაციებს.საბოლოო შედეგად ის იწვევს გაუცნობიერებელი შიშებს,პანიკურ რეაქციებს,აგრესიას,არაპროგნოზირებას რეაქციებს.ხშირ მომხმარებლებს უჩნდებათ “ბატის კანი”,ზედმეტი მგრძნობელობა ხმაურისადმი,სინათლისადმი,მუდმივად აჩქარებული პულსი,მაღალი არტერიული წნევა.

წითელი შხამასოკო-ის ერთ-ერთი ჰალუცინოგენური სოკოა,მათ ფსიქოდელიური ზემოქმედების უნარი აქვთ. ისინი ისტორიულად ფართოდ გამოიყენებოდა რელიგიურ რიტუალებში.მას ასევე ბუნებრივ ლსდ-ს ეძახიან,რადგან ზუსტად ესეთი ეფექტი აქვს.სოკოს მოხმარების შემდეგ მატულობს აგრესია,პანიკური რეაქციები,აჩქარებული პულსი,რაც მთავარია ძლიერი ჰალუცინაციები.

ჰაშიში-მისი ეფექტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე უბრალოდ კანაფის მოწევა. ის გავლენას ახდენს ადამიანის თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქზე ანუ მეხსიერებას ასუსტებს.

კრაკადილი(ნიანგი)-ყველაზე დაბალფასიანი ნარკოტიკი,რომლის გაკეთება მაქსიმუმ 15ლარი ჯდება.კრაკადილის მოხმარების შემდეგ ადამიანს არ შეუძლია თავის დანებება რადგან ეს პირდაპირ სიკვდილს იწვევს,მოხმარების გაგრძელების შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 1-2წელია.ეს ნარკოტიკი შლის კანის ქსოვილებს,ანადგურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას ,მალევე იწყება სხეულის ცალკეული ნაწილების ლპობა,გაქვავება. ორ თვეში მომხმარებელს ერთმევა კიდურები.მალევე მოხმარებმა აღმოაჩინეს,რომ ნარკოტიკი კანზე წყლულებს და ნიანგის კანის მსგავს ხორკლებს აჩენს, საბჭოთა ნარკომანებმა მინარევს „კრაკადილი“ შეარქვეს.

Drug addiction
Published:

Drug addiction

Published: